ცესკო-ს განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე

ცესკო-ს განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე

მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები გავრცელდა.

გვინდა სიცხადე შევიტანოთ შექმნილ ვითარებაში და განვაცხადოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრი აგრძელებს მუშაობას. ცესკო დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომელიც კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული და მისი ხელმძღვანელის ცვლილება საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს. ყველა საარჩევნო პროცედურა გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის შესაბამისად ჩატარდება.

მოსაზრებები, რომელთა თანახმად მოსალოდნელია ცვლილებები ცესკოს საქმიანობაში, საფუძველს მოკლებულია და ვთხოვთ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებს გაითვალისწინონ ეს ფაქტი.

ჩვენთვის დასანანია ბატონი ზურაბის გადაწყვეტილება, თუმცა მასთან ერთად განხორციელებულმა გარდაქმნებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადმინისტრაციის მართვის სისტემა და შესაბამისად, ამ მიმართულებით სირთულეები მოსალოდნელი არ არის.