თბილისი, 8 აგვისტო 2013 - საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მომხმარებელს აძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, საუკეთესო პირობებით შეიძინოს ახალი ავტომანქანა სალონიდან - HYUNDAI i40 ან HYUNDAI VELOSTER-ი. ავტომანქანის შესაძენად, მომხმარებელს შეუძლია სალონშივე შეავსოს განაცხადი და მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთით ისარგებლოს ავტოსესხით 255 აშშ დოლარიდან თვეში. საქართველოს ბანკის ავტოსესხით სარგებლობის შემთხვევაში, ხსენებული ავტომანქანების მოდელებზე სპეციალური ფასდაკლებაა - Hyundai i40-ის შემთხვევაში მომხმარებელი დაზოგავს 4,050 აშშ დოლარს, ხოლო Hyundai Veloster-ის შეძენის შემთხვევაში 2,500 აშშ დოლარს. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს ასევე შეუძლია გადაცვალოს მისი ძველი ავტომობილი. დამატებით, საქართველოს ბანკი სთავაზობს მსურველს თავად გამოცადოს მანქანა, უფასო ტესტ–დრაივზე წინასწარ ჩაწერით, ნომერზე: 251 77 99
აღსანიშნავია შეთავაზებული მოდელების ფასიც - $29,500 Hyundai i40-ისთვის და $21,500 Hyundai Veloster-ისთვის. ეს არის ხსენებულ მოდელებზე ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
შეთავაზებისა და ფასდაკლების, ასევე ავტომობილების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე: www.newauto.ge