საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის „ძმათა სასფლაო“-ზე აგვისტოს ომის 5 წლისთავის აღსანიშნავ სამგლოვიარო ცერემონიალს დაესწრნენ.
პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა და აღნიშნა რომ ქვეყანა არასოდეს დაივიწყებს სამშობლოს მომავლისათვის თავდადებულ გმირებს.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა მიაგოს ქვეყნისთვის თავგანწირული მამულიშვილების ხსოვნას და ღვაწლს. ხელისუფლება კი ვალდებულია უზრუნველყოს მშვიდობა სახელმწიფოში, დაიცვას საკუთარი მოქალაქეებიდა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანაში აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. სწორედ ამიტომ აირჩია ახალმა ხელისუფლებამ კონსტრუქციული და პრაგმატული კურსი საგარეო ურთიერთობებში, რაც აუცილებლად მიიყვანს სახელმწიფოს სასურველ შედეგამდე.