საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი 8 აგვისტოს მცხეთას ეწვევა. ამერიკელი დიპლომატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონისა და მისი ოთხივე რაიონის მუნიციპალიტეტების მეხანძრე- მაშველებს სპეცტანსაცმელს და ეკიპირებას გადასცემს.
ღონისძიებას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი მირიან წიკლაური და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
აღნიშნულთან დაკავშირებით მცხეთაში ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.