ს.ს „ქართული ლუდის კომპანია“ ლიმონათს ახალ ასორტიმენტს ამატებს. ბაზარზე მსხლის, ტარხუნის და საფერავის დიეტური ლიმონათი გამოჩნდა.
ლიმონათს შაქრის „0“ შემცველობა და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ნებართვა აქვს. პროდუქციის ეტიკეტზე მითითებულია წარწერა „დიაბეტური“ - ასეთია კომპანიის მიერ შემოთავაზებული მოთხოვნადი სიახლე.