დღეისათვის არსებულ საზოგადოებრივი ცენტრებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდაში რიგით მერვე ცენტრი დაემატა, სადაც ლიბერთი ბანკის მეშვეობით თანხის მიღება,გადარიცხვა,კომუნალური და სხვაგადასახადების გადახდა, ფულადი გზავნილებით სარგებლობა, ანაბრების გახსნა, სესხის მიღება და 24 საათის განმავლობაში ბანკომატითა და სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობაა შესაძლებელი.
ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის სანდრო რთველაძის განცხადებით ,,აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სართიჭალის, შაშიანის, გომის, ჭალალიდის, რუისის, ხევისა და მანგლისის მოსახლეობა ლიბერთი ბანკის სრული საბანკო მომსახურეობით თითქმის ერთი წელია სარგებლობს. ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარ სოფელში, კოდას საზოგადოებრივ ცენტრში მიიღონ სრული საბანკო მომსახურება. მათ ასევე შეუძლიათ უფასოდ გადაიხადონ ელექტროენერგიისა და წყლის მომსახურების საფასური"