ჟურნალმა Global Finance 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ინტერნეტ ბანკებს შორის კვლავ თიბისი ბანკი დაასახელა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, თიბისი დაჯილდოვდა ერთდროულად სამ ნომინაციაში: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით როგორც "საუკეთესო ინტეგრირებული სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი" და „ინტერნეტ ბანკის კომუნალური გადასახადების საუკეთესო სისტემა“. ხოლო საქართველოს მასშტაბით, როგორც "საუკეთესო სამომხმარებლო ინტერნეტ ბანკი".
გამარჯვებული ბანკები შეირჩა ინტერნეტ ბანკის ფუნქციონალობის, დიზაინისა და ინტერნეტ მომხმარებლის მოზიდვის სტრატეგიის ეფექტურობის მიხედვით.
„ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემისგან, მით უფრო სასიხარულოა, რომ გამარჯვება ერთდროულად სამ ნომინაციაში მოვიპოვეთ. ვამაყობთ, რომ შევქმენით რეგიონში საუკეთესო ინტერნეტ ბანკი. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტუმულს, შევინარჩულოთ პირველობა რეგიონში - პროგრესისა და ინოვაციის თვალსაზრისით. ვულოცავ თიბისი ბანკის თანამშრომლებს ამ აღიარებას და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს გაწეული შრომისათვის“ -განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
2013 წელს ეს მეოთხე ჯილდოა თიბისი ბანკისთვის. ბანკმა უკვე მიიღო მსოფლიოში ორი წამყვანი გამოცემის Global Finance-ისა და EMEA Finance -ის ჯილდოები ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო ForEx პროვაიდერის და საუკეთესო ბანკის ნომინაციებში.