ორშაბათს, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების მაძიებელ აღმოსავლეთის სამეზობლოს ექვს ქვეყანასთან მოლაპარაკებების ფარგლებში, ბლოკის [ევროკავშირი] ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველომ დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნასთან დაკავშირებით,.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ ბრიუსელში, მიესალმა რა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასკვნითი ელემენტის უზრუნველყოფას. მის ქვეყანას აქვს ამ ხელშეკრულების პარაფირების იმედი ამა წლის დასრულებამდე.
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს რეფორმებს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, რომლებიც ერთიანობაში ქმნიან გაერთიანების აღმოსავლეთის პარტნიორობას, ხოლო სანაცვლოდ სთავაზობს მათ მჭიდრო თანამშრომლობას.
ამ ქვეყნებში გატარებული რეფორმები შეფასდება ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე, რომლის დროსაც უკრაინა იმედოვნებს, რომ განახორციელებს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას, ხოლო მოლდოვა, საქართველოს მსგავსად, ეცდება მის პარაფირებას.
„ამ ხელშეკრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ის გახლავთ მეორე უმნიშვნელოვანესი მოვლენა უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“, - განახცადა კონსტანტინ ელისეევმა (უკრაინის ელჩი ევროკავშირში) გასულ კვირას, უწოდა რა ამ ხელშეკრულებას „მოდენიზაციის გზამკვლევი“.
ორშაბათს კეტრინ ეშტონი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში) შეხვდა აღმოსავლეთის პარტნიორობის ექვსივე წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით ვილნიუსის სამიტის მოლოდინში.
ამ ქვეყნების მისწრაფებები ევროკავშირთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით განსხვავებულია. მაგალითად, აზერბაიჯანს სურს ზოგადი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც კონცენტრირებული იქნება ამ ქვეყნის ენერგორესურსების ექსპორტზე, ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა მოლდვა და საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანებისათვის იღწვიან.
როგორც ფანჯიკიძემ განუცხადა გერმანიის საინფორმაციო სააგენტოს, საქართველოს შემთხვევაში ხელშეკრულება ასოცირების შესახებ „უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესის შეუქცევადობას“.
თუმცა, ევროკავშირის გაფართოების სურვილი შენელებულია ევროკავშირში გაჭინურებული კრიზისისა და ახლადმიღებული წევრების მიერ (მაგალითად, ბულგარეთი და რუმინეთი) რეფორმების არადამაკმაყოფილებელი გატარების გამო.
„ჩვენ უნდა ვუპასუხოთ რეფორმებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს და მოთმინებით დაველოდოთ გაფართოების საკითხთან დაკავშირებული გადაღლილობის დასრულებას ევროპაში“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მეორე მხრივ, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრი ნატალია გერმანი უფრო მომთხოვნი აღმოჩნდა და განაცხადა, რომ ვილნიუსის დეკლარაციამ უნდა გააღვივოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების იმედები.
„პოლიტიკურ დეკლარაციებში უნდა აისახოს იმ ქვეყნების ევროპული პერსპექტივები, რომლებიც პასუხობენ მოთხოვნებს და იღწვიან გაწევრინებისათვის“, - განაცხადა გერმანმა.
თავად ევროკავშირში შეინიშნება შეშფოთება, რომ გაწევრინების პერსპექტივების არარსებობა გამოიწვევს იმედის გაცრუებას აღმოსავლეთის სამეზობლოს ქვეყნებში, რომელთა ჩართვას საბაჟო კავშირის ინიციატივაში ცდილობს რუსეთი. ბელორუსი ამ ინიციატივას უკვე შეუერთდა.
მიუხედავად ამისა, ფანჯიკიძე დაჟინებით ამტკიცებს, რომ საქართველომ ასწლეულების წინ (და არა კომუნიზმის დაცემის შემდეგ) გადაწყვიტა, რომ მისი მომავალი ევროპაშია.
„შესაბამისად, ევროპას არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ ჩვენ რუსეთისაკენ ვიბრუნებთ პირს, თუკი ყურადღება ევროპის მხრიდან შენელდება, - განაცხადა მან და დაამატა, - ეს არის ჩვენი მიზანი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, და ის არ შეიცვლება“.
http://en.europeonline-magazine.eu/georgia-finalizes-eu-trade-deal-amid-eastern-partnership-talks_291040.html