რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი (თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე) კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "მთების ძახილი". პროექტის მიზანია ღირსეულ მამულიშვილთა საღამოების გამართვა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. 22-23 ივლისს ლიტერატურული სპექტკლები გაიმართებს მესტიასა და უშგულში.
საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი " საქართველოს შიშველი სატევარი" გაიმართება 22 ივლისს, 18 საათზე, მესტიის გამგეობის სააქტო დარბაზში, ხოლო უშგულელები მწერალ ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპეტქაკლს ”ჩვენი ოტია” 23 ივლისს 15 საათზე ნახავენ.
როგორც მერაბ კოსტავას, ისე ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ წარმოდგენებს მუსიკალურად გააფორმებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები.