პარლამენტში დავითები კარგ საქმეს აკეთებენ, - ამის თაობაზე ჟურნალისტებს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ , კოჰაბიტაციის პროცესში პარლამენტის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.
როგორც აპატურაიმ ხაზგასმით აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლები ამ წუთებში ერთდროულად ხვდებიან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლებს.
"ამ ქვეყანას პარლამენტის ორი შენობა აქვს, თუმცა დღევანდელი შეხვედრა არც ერთ შენობაში არ იმართება, რაც სახალისოა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი ერთდროულად მართავს შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობასთან და უმრავლესობასთან. ეს პოზიტიური შეხვედრაა, რადგან გენერალურ მდივანს აქვს შესაძლებობა, პარლამენტარებს განუცხადოს, რომ კოჰაბიტაციის პროცესში პარლამენტის როლი არის მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული. პარლამენტში დავითები კარგ საქმეს აკეთებენ, რათა მთავრობამ კორდინირებულად იმუშაოს და განხორციელდეს კონსტიტუციაში საჭირო ცვლილებები", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯეიმ აპატურაიმ.
მისივე თქმით, მნიშვენლოვანია ისიც, რომ ავღანეთში საქრათველოსთვის დიდი დანაკლისის და დიდი ტრაგედიის შემდეგ, უმცირესობას და უმრავლესობას საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით აქვთ ერთიანი და მტკიცე პოზიცია.
ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა მედიასთან საუბრისას, რომ ნატო საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს.
რასმუსენსა და ჩრდილოატლანტკურ საბჭოსთან შეხვედრისას მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ პარლამენტის ახლანდელი და ყოფილი თავმჯდომარეები - დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძე.