„მარნეულის სასურსათო ქარხანა“ და კულინარიის აკადემია გურმანებს, მზარეულებს, კულინარებს, განსაკუთრებით კი მათ, რომელთაც ფოტოხელოვნებაც იზიდავთ ან უბრალოდ განსაკუთრებული ფანტაზიის უნარით გამოირჩევიან, სპეციალურ კონკურსში იწვევს.
„მარგებელი კულინარია“ - ასე ჰქვია „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და კულინარიის აკადემიის ერთობლივ პროექტს, რომელშიც მონაწილეობა მარტივი და ამასთან „მარგებელია“.
მთავარი მოთხოვნაა, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიერ წარმოებული ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება კერძის/დესერტის მომზადებისას.
გადაუღე ფოტო შენს მიერ მომზადებულ კერძს/დესერტს და დაამტკიცე, რომ შენი მომზადებული კულინარიული ნიმუში ყველაზე გემრიელი და მარგებელია.
ფოტო რეცეპტის თანხლებით გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე - margebelikulinaria@gmail.com მიუთითე ინგრედიენტები და მომზადების წესი.
კონკურსის „მარგებელი კულინარია“ მედია პარტნიორია რუსთავი2-ის გადაცემა „სხვა შუადღე“.
კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება:
I ეტაპზე საკონკურსო ფოტოსურათები აიტვირთება მარნეულის სასურსათო ქარხნის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე - www.fb.me/marneulifactory . ორი კვირის შემდეგ გამოვლინდება 10 გამარჯვებული, მათ შორის 6 ლაიკების რაოდენობის გათვალისწინებით , კომპეტენტური ჟიური 4-ს „მარგებელი დესერტისა“ და „მარგებელი კერძის“ კრიტერიუმებით შეარჩევს. ფოტოკონკურსის ყველა გამარჯვებულს მარნეულის სასურსათო ქარხანა საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვებს.
უფრო მეტი სტიმულისათვის კონკურსში მონაწილეებს დამატებითი პრიზის მოპოვების შანსი ეძლევათ.
II ეტაპი დაკომპლექტდება კონკურსანტების საუკეთესო 20-ულით, რომელთა ფოტოსურათებმაც ყველაზე მეტი ლაიკი მოაგროვეს.
გამოავლინე შენი კულინარიული ნიჭი პრაქტიკაში, - კულინარიის აკადემიაში გააცოცხლე ფოტოზე აღბეჭდილი კერძი/დესერტი და ჟიურის წევრებს დააგემოვნებინე.
მეორე ეტაპის შემდეგ გამოვლინდება 5 გამარჯვებული ნომინაციელბში: „მარგებელი დესერტი“, „მარგებელი კერძი“ და „მარგებელი რეცეპტების“ კონკურსს ეყოლება ერთადერთი „მარგებელი კულინარი“ .
თქვენს შესაძლებლობებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს:
მერიკო გუბელაძე (რუსთავი 2-ის გადაცემა „სხვა შუადღე“, თანაწამყვანი )
ლევან კობიაშვილი (კულინარიის აკადემია, ლექტორი)
ნატა წერუაშვილი (კულინარიის აკადემია, ლექტორი)
დეგუსტაციის შემდეგ გამოვლინდება 5 ყველაზე „მარგებელი კულინარი“, რომელსაც მარნეულის სასურსათო ქარხანა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით დააჯილდოვებს, ხოლო მათგან საუკეთესო სამეული კულინარიის აკადემიაში სამოყვარულო კურსს გაივლის.
„მარგებელი პრიზები“
I ეტაპი - ყველა გამარჯვებულს გადაეცემა წვენსაწური აპარატი
II ეტაპი - პრიზები გადანაწილდება ნომინაციების მიხედვით:
I ადგილი - „მარგებელი კულინარი „
II – III ადგილი - „საუკეთესო მარგებელი დესერტი“ და „საუკეთესო მარგებელი კერძი“
IV - V ადგილი --„მარგებელი კერძი“ და „მარგებელი დესერტი“
"მარგებელ კულინარს" მარნეულის სასურსათო ქარხანა დამატებით ასაჩუქრებს - გამარჯვებულ რეცეპტზე სპეციალურ ვიდეო-რგოლს მოუმზადებს, რომელიც განთავსებდა კომპანიის ვებ გვერდზე!