საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, სატელევიზიო არხის „Euronews“–ის კორესპონდენტმა ნატალია რიჩარდსონ-ვიკულინამ, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა. ინტერვიუში პრემიერმა რუსეთთან საქართველოს ურთიერთობასა და ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, შესაძლებელია, რომ საქართველო ნატოს წევრიც გახდეს და რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს.
„სააკაშვილი ფიქრობს, რომ შეუძლებელია ნატო-ში გაწევრიანება, რუსეთთან კარგი ურთიერთობის პარალელურად. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გვქონდეს კარგი ურთიერთობა როგორც ნატო-სთან, ისე რუსეთთან. სააკაშვილი რუსეთისგან იყო გაღიზიანებული. ყველაფერ ცუდს, ყველაფერ იმას, რაც არ მოსწონს, იგი რუსეთს აბრალებს. ამ პოლიტიკამ საქართველო ჩიხში შეიყვანა“, - ამბობს ბიძინა ივანიშვილი.