შინაგან საქმეთა მინისტრი ნერგების დარგვის აქციას შეუერთდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ნერგების დარგვის აქციას შეუერთდა

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ე.წ. „ხუდადოვის ტყის“ ტერიტორიაზე ნერგების დარგვის აქცია  მოეწყო.
შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილებთან ერთად და ასევე სამინისტროს სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლებმა, ე.წ. „ხუდადოვის ტყე“–ში კიპარისის  400 ნერგი დარგეს, რომელიც მათ გარემოს დაცვის სამინისტრომ უსასყიდლოდ გადასცა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მე–2–ის მოწოდებას – თბილისში ყოველწლიურად დაირგოს ხის ნერგები. ამ აქციით შს სამინისტრო აქტიურად ჩაერთვება დედაქალაქის ეკოსისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს აღდგენაში.