დიდი რაოდენობით ვადაგასული ძეხვეული, კონსერვი, რძის და საკონდიტრო ნაწარმი ამოიღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისში, წერეთლის გამზირზე, ”დინამოს” სტადიონის მიმდებარედ რამდენიმე სუპერმარკეტში.
იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქცია დაილუქა და აიკრძალა მისი შემდგომი რეალიზაცია. მოქმედი კანონმდებლობით, ვადაგასული სურსათი ექვემდებარება განადგურებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 502 საწარმოში; მონიტორინგის განხორციელებისას სხვადასხვა დარღვევებზე დააჯარიმდა 99, ხოლო საწარმოო პროცესი შეუჩერა 3 ბიზნესოპერატორს. განადგურდა 20 028 123 მყარი და თხევადი სურსათი. მათ შორის, 79 047 კგ ხორცპროდუქტი. ამოღებულია 200 000 ც (535 ყუთი) ვადაგასული კვერცხი; 2 491 ტ დაავდებული კარტოფილი გაბრუნდა იმპორტიორ ქვეყანაში, ხოლო 25 ტ კარტოფილის კიბოთი დაავადებული კარტოფილი განადგურდა.