შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელსა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს მეკავშირე ოფიცერ ვილიამ ლაჰიუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე და ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე ისაუბრეს.
მინისტრმა მეკავშირე ოფიცერს სამინისტროს განვითარების 2013 წლის სტრატეგია გააცნო და უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა.