23 აპრილს, 19:30 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება თამარ ლიჩელის წიგნის “თენგიზ ამირეჯიბი” პრეზენტაცია.
წიგნი ეძღვნება უდიდეს ქართველ პიანისტსა და პედაგოგს, თენგიზ ამირეჯიბს.
წიგნის პრეზენტაციის პარალელურად, გაიმართება მუსიკალური საღამო, რომელშიც პიანისტ თამარ ლიჩელთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის “საქართველოს სინფონიეტა” წევრები.