აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სემინარი

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სემინარი

17-18 აპრილს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, რიგით მეოთხე აღმოსავლეთ თანამშრომლობის სემინარს გამართავს. განხილვის მთავარი თემაა - ”საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება”.

სემინარში მონაწილეობენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ორდღიან სემინარზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით განიხილება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და უკვე არსებული ცოდნა.

ღონისძიების დასაწყისი:

17 აპრილი / 9:30 სთ

მის: სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია”, ვარდების რევოლუციის მოედანი