ამერიკული ჟურნალი The American Interest აქვეყნებს ამერიკელი ანალიტიკოსის მაიკლ სესირეს სტატიას სათაურით-

ამერიკული ჟურნალი The American Interest აქვეყნებს ამერიკელი ანალიტიკოსის მაიკლ სესირეს სტატიას სათაურით- "საქართველოს გაკვეთილები დემოკრატიული განვითარებისთვის".

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში დემოკრატიას ჯერაც არ ჰყავს ნაფიცი მსაჯულები. მიუხედავად გასულ ოქტომბერში მისი შთამბეჭდავი საპარლამენტო არჩევნებისა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა, ჯერაც არ არის ცხადი, გააღწია თუ არა ტურბულენტურმა კავკასიურმა რესპუბლიკამ დემოკრატიულ გზაზე, თუ კვლავაც ერთი ძლევამოსილი ლიდერის მეორეთი ჩანაცვლების პროცესშია. სტატიის მიხედვით, მიუხედავად ამისა, ეჭვგარეშეა, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში არჩევნების შედეგად ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მერეც კი, საქართველოში კვლავ ნამსხვრევებადაა ქცეული მისი პოლიტიკური განვითარება. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველომ ამ არჩევნებით ასევე რამდენიმე გაკვეთილი ჩაუტარა მსოფლიოს იმ ქვეყნებს, ვისაც დემოკრატიზაციის სურვილი აქვს. 

"არჩევნებში ოპოზიციის გასაოცარი გამარჯვება და ძალაუფლების მშვიდად გადაბარება, რასაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შეზღუდვა მოჰყვა, მისასალმებელი ამბავია ქვეყნისთვის, რომელიც უკვე კარგა ხანია დაკარგული იყო "გარდამავალ პერიოდში" - პოლიტიკური განვითარების ბუნდოვან ზონაში. მიუხედავად ოქტომბრის არჩევნებისა, არჩევნების წინ საქართველომ სიმტკიცის, დემოკრატიისთვის დამახასიათებელი პროგრესის რამდენიმე ნიშანი გამოავლინა. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ იყვნენ დამკვირვებლები ერთობ დარწმუნებული სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სოლიდურ გამარჯვებაში.

მიუხედავად რეალურად გარდამავლობისა, საქართველოს მოდელი შესაძლოა უკეთესად აღვწეროთ სტივენ ლევიცკისა და ლუკან უეის სიტყვებით: "კომპეტენტური ავტორიტარიზმი". ანუ ეს ამუნიციები, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას უნდა გააჩნდეს – ოპოზიციური პარტიები, არჩევნები, თუნდაც ძლიერი დებატები – დამყარებული იყო ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და უსაფრთხოების აპარატზე, რომლებიც თითქოს ერთპარტიულ მმართველობას გარანტირებდნენ. ასეთი რეჟიმები განსაკუთრებით კოშმარულია დემოკრატიის დამცველებისა და ოპოზიციისთვის, რადგან რთულია მათი გარჩევა საშუალო დემოკრატიული სახელმწიფოებისგან. ისინი შესაძლოა მოვიხსენიოთ დაუსრულებლად "გარდამავლებლად", თუმცა არა იმ ქვეყანად, სადაც ძალაუფლება პოლიტიკური ოპოზიციის ხელში გადავა", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც მაიკლ სესირე წერს, საქართველოში, მიუხედავად მოდერნიზაციის პროგრამებისა და პროდასავლური რიტორიკისა, კომპეტენტურმა ავტორიტარიზმმა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიისა და ამომრჩეველთა დაშინებების უხეში რეჟიმი მიიღო. ამერიკელი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ რამდენიმე სერიოზული დამკვირვებელი შეძლებს დაადასტუროს, რომ არჩევნების წინა პერიოდი არაფერი იყო, გარდა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლისა.

სტატიის თანახმად, Freedom House-ის ანგარიშში საქართველოს პოზიცია 2012 წელს იგივე იყო, რაც 2005 წელს. ანგარიშში ქვეყანამ პოზიცია მხოლოდ ოქტომბრის შოკისმომგვრელი შედეგების შემდეგ გაიუმჯობესა. ამავდროულად, "ეკონომისტის" ყოველწლიურ დემოკრატიის ინდექსში, საქართველომ 2006 წელთან შედარებით, 2011 წელს მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა.
"თუ ყოველივე ეს სიმართლეს შესაბამება, მაშინ როგორ შეძლო "ქართულმა ოცნებამ" გარღვევა?" – წერს სტატიის ავტორი.

როგორც მაიკლ სესირე აღნიშნავს, სხვა კომპეტენტური ავტორიტარიზმის სისტემის მქონე ქვეყნებში მებრძოლ დემოკრატებს შეიძლება ეპატიოთ რამდენიმე გაკვეთილის აღება იმ ვითარებიდან, რომელიც ეხება ხელგაშლილ მილიარდერსა და შედარებით ლიბერალ, მაგრამ საბოლოო ჯამში, არადემოკრატიულ მთავრობას, რომელსაც დასავლეთი უყვარს. თუმცა, საბოლოოდ, არჩევნებმა ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან გაკვეთილს კომპეტენტურ ავტორიტარულ რეჟიმებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ავუაროთ გვერდი მათ.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ერთ-ერთი გაკვეთილი იყო ის, რომ ფული მნიშვნელოვანია, თუმცა ლიდერობა უფრო მნიშვნელოვანია.

"ივანიშვილი, რომლის ქონებაც "ფორბსმა" 5,3 მილიარდ დოლარად შეაფასა, მართლაც ძალიან მდიდარია. თუმცა, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შემზღუდველი კანონებისა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაწესებული მრავალი ჯარიმისა, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავად კამპანიაში ივანიშვილის სიმდიდრის შედარებით მცირე ნაწილი ფიგურირებდა.

ივანიშვილის ფულმა ვერ აყიდინა მას არჩევნები. ფულმა მას შესაძლებლობა მისცა, კონკურენცია გაეწია "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელსაც შეეძლო სამთავრობო აქტივები გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისთვის", - ციტირებს სტატიის ავტორი ლინკოლნ მიჩელის სიტყვებს, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს ივანიშვილის არაოფიციალური მრჩეველი იყო.

"კიდევ ერთი გზა ამის დასამტკიცებლად ივანიშვილის შედარებაა მის წინამორბედ ბადრი პატარკაციშვილთან, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერის შედარებით ხანმოკლე კარიერა ჰქონდა. 2008 წელს, როდესაც პატარაკაციშვილი გარდაიცვალა, მას 12 მილიარდი დოლარის ქონება ჰქონდა, ორჯერ მეტი, ვიდრე ივანიშვილს, თუმცა ის ახლოსაც ვერ მივა ივანიშვილის პოლიტიკურ წარმატებასთან", - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც მაიკლ სესირე აღნიშნავს, კიდევ ერთი გაკვეთილი გზავნილების თემა იყო - თუ "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიის დროს მხოლოდ "რუსეთი, რუსეთი, რუსეთი" ისმოდა, "ქართული ოცნების" პასუხი "დასაქმება, დასაქმება, დასაქმება" იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა არჩევნების დახატვას, როგორც პაექრობას პრორუსულ და პროდასავლურ ძალებს შორის, "ქართულმა ოცნებამ" თავს უფლება არ მისცა ჩართული ყოფილიყო ამ დიდწილად დაუსაბუთებელი ბრალდებების უარყოფაში. განსხვავებით წინა ოპოზიციისგან, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილი ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო დაუსჯელობისგან თავისუფლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილები იყო, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

როგორც მაიკლ სესირე წერს, ამავდროულად, არ ცხრებოდა ბრალდებები ივანიშვილის კრემლთან ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში იშოვა, მისი ბეგრაუნდი ფაქტობრივად გამონაკლისი იყო ბევრი მაგნატისგან, ვინც 1990-იან წლებში ელცინის მმართველობისას გამდიდრდა. თუმცა, შესაძლოა, ამომრჩევლის მოტივირებისთვის უფრო მნიშვნელოვანი არა ივანიშვილის რუსეთთან კავშირი იყო, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" შიდა მიღწევები.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებას დიდი მიღწევები ჰქონდა ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუციების მოდერნიზაციაში, ქვედა ფენებზე კორუფციის მოსპობაში, ახალი საქართველოს ნაყოფით მეტწილად ისარგებლა ვიწრო ელიტამ, რომელიც დილით ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არჩარევის მომხრე იყო, შუადღით კი საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას ლობირებდა", - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში მმართველმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" არასწორად მოიპოვა მის მიერვე შეთხზული პოპულარობა და ფიქრობდა, რომ მათი პოზიცია ურყევი იყო. თუმცა, ციხის სკანდალმა, რომელსაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე აეხადა ფარდა, სულ სხვა სურათი დახატა: ამ მოვლენებმა სხვადასხვა მხარეების პრივილეგირება მოახდინა, იმატა "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა აქციებმა, "ნაციონალურმა მოძრაობა" კი ნაკლებად პოპულარული გახდა.

"ისევე როგორც საქართველოში, ოპოზიციური მოძრაობებს სხვა კონკურენტულ ავტორიტარულ ქვეყნებშიც შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი რეჟიმის მოდელირებული გახსნილობა თავიანთი უპირატესობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევია ვუწოდოთ საქართველოს დემოკრატიული ქვეყანა, მას შეუძლია გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა გარდამტეხი გამოდგეს მისი პოლიტიკური განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, მაშინ, როცა "ქართული ოცნების" წარმატებებზე სწავლა შეიძლება, რთულია ამას ფორმულა ვუწოდოთ. და მიუხედავად ოპოზიციის შესაძლებლობისა მცირე შანსების პირობებშიც კი, მოეპოვებინა გამარჯვება, ქართული პოლიტიკის განვითარების ბედი კვლავინდებურად გაურკვეველია. საქართველოში დემოკრატიას აქვს შანსი. კომპეტენტური ავტორიტარიზმის რეჟიმის ბევრი ოპოზიციური პარტიისთვის, შანსი ყველაფერია, რაც მათ შეიძლება მოითხოვონ", - წერს მაიკლ სესირე.