პირველად ქართულ საბანკო სივრცეში, თიბისი ბანკმა დანერგა დიჯიპას კოდების გენერირების აპლიკაცია მობილური ტელეფონებისათვის, რომლის საშუალებითაც თქვენ შეძლებთ, ულიმიტოდ განახორციელოთ გარე გადარიცხვების ავტორიზაციაინტერნეტ და მობაილ ბანკში.
თუ მანამდე თქვენ გჭირდებოდათ დიჯიპასის მოწყობილობა იმისათვის, რომ განგეხორციელებინათ გარე გადარიცხვები,ამიერიდან თქვენ შეძლებთ დააგენერიროთ დიჯიპას კოდები პირდაპირ თქვენს ტელეფონში.
დიჯიპას კოდის გენერირება მარტივია!
ჩამოტვირთეთ TBC Digipass აპლიკაცია AppStore-დან ან Google Play-დან;
ეწვიეთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს მის გასააქტიურებლად;
TBC Digipass აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია თიბისი ბანკის ინტერენტ ბანკზე დარეგისტრირებულ ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს.
TBC Digipass აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოში და საზღვარგარეთ, როუმინგის ჩართვის გარეშე.
გაიმარტივეთ ცხოვრება, დაიწყეთ TBC Digipass-ით სარგებლობა დღესვე!