შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ევროპის საბჭოს დელეგაცია მიიღო.

შსს–ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ევროპის საბჭოს დელეგაცია მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით სუჯაშვილმა ევროპის საბჭოს დელეგაცია მიიღო.

შეხვედრის ფარგლებში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ მრჩეველთა დირექტორატის დირექტორის მოადგილე დანი ხოშაბოს, პოლიტიკურ მრჩეველ ალბინო ოვჩარენკოს და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ტანია ვან დაიკს ამავე ორგანიზაციის გენერალური მდივნის მორიგი, მეშვიდე კონსოლიდირებული მოხსენების მოსამზადებლად ოკუპირებული ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში შექმნილი ვითარება, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფარგლებში განხილული თემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრაზე დავით სუჯაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ბოლო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ზოლში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართების ინსტალაციის პროცესზე გაამახვილა. საუბარი შეეხო ამ პროცესით ადგილობრივებისთვის გამოწვეული თავისუფალი გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავების შეზღუდვის საკითხებს.

შეხვედრაზე, ასევე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა.