ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საფრანგეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, 1979 წელს დაბადებული ლევან ნ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 28 აბი „ბუპრენორფინი", ამავე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი ხსნარით სავსე 2 სამედიცინო შპრიცი, „მარიხუანა" და „ჰაშიში" ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბუპრენორფინი" დაკავებულმა საფრანგეთიდან ფარულად შემოიტანა.
ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს „ბუპრენორფინის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) III ნაწილის „ა" ქვე პუნქტით მიმდინარეობს.