6 მარტს,10:30 საათზე,სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება „ნატახტარის ლიმონათის“ ახალი ლოგოსა და შეფუთვის პრეზენტაცია. ლიმონათთან დაკავშირებულ სიახლეებს მედიის წარმომადგენლებს წარუდგენს კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი. ღონისძიებაზე მოხდება ლიმონათის ახალი რგოლის წარდგენაც.
2012 წლის მონაცემებით „ნატახტარის ლიმონათის“ ექსპორტი 33 %-ით გაიზარდა. მისი ზრდა არსებულ ბაზრებზე პოზიციების გამყარებითა და ახალ ბაზრებზე შესვლით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის საექსპორტო მონაცემები 2011 წელსაც (2010-თან შედარებით) იგივე მაჩვენებლით გაიზარდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ლიმონათის ექსპორტი სტაბილურად მზარდია.
კვლევები ადასტურებს, რომ საექსპორტო ქვეყნებში, ისევე როგორც საქართველოში, „ნატახტარის ლიმონათი“ სუფრის განუყოფელი ატრიბუტი გახდა. „ნატახტარის ლიმონათის“ საზღვარგარეთ გატანა 2006 წლიდან ხორციელდება. 2012 წელს ნატახტარის ლიმონათის ექსპორტი პერმანენტულად მსოფლიოს 20 ქვეყანაში ხდებოდა.