ამორტიზებული ლიფტი სამ კორპუსში შეიცვალა

ამორტიზებული ლიფტი სამ კორპუსში შეიცვალა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ცაბაძის ქუჩის N2, N3 და N4-ში მდებარე კორპუსებში სამი ამორტიზებული ლიფტი ახლით შეცვალა.

სამუშაოების ფარგლებში, კაბინა და ამწე მექანიზმები დამონტაჟდა. ასევე, შეიცვალა ელექტროსისტემა და ბაგირები. ჩატარებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 238 000 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.