"თიბისი გალერეაში" რიხარდ ვაგნერის საიუბილეო საღამო გაიმართება (R)

22 თებერვალს, 19:00 საათზე თიბისი გალერეაში რიხარდ ვაგნერის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, პიანისტი ელისო ასათიანი გამართავს ლიტერატურულ-მუსიკალურ საღამოს „სიტყვა და ბგერა“, შესრულდება ე.წ. „ახალი რომანტიული სკოლის“ უდიდეს წარმომადგენელთა - ჰექტორ ბერლიოზის, ფრანც ლისტისა და თავად რიხარდ ვაგნერის ნაწარმოებები.

გთხოვთ მობრძანდეთ!