საფრანგეთის პირველ ლედის ვუდი ალენის ფილმში იღებენ

საფრანგეთის პირველ ლედის ვუდი ალენის ფილმში იღებენ

კარლა ბრუნი–სარკოზი პარიზის ლათინურ კვარტალში, ვუდი ალენის ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა და ადგილობრივთა და ტურისტთა სორის ფურორი გამოიწვია.

საფრანგეთის პირველი ლედის ვუდი ალენი თავის 41–ე ფილმში „შუა ღამე პარიზში“ ერთერთ მთავარ როლში ათამაშებს. მისი პარტნიორები არიან – რეიჩელ მაკ’ადამსი, ედრიან ბროუდი, მარიონ კოტიარი და სონი როლანი.

ცნობისმოყვარე ტურისტების ფოტოკამერები კარლა ბრუნის ყველაზე ხშირად ჰოლივუდელი ვარსკვლავის ოუენ უილსონის კამპანიაში აფიქსირებენ. როგორც ჭორაობენ, დუბლებს შორის შესვენებებზე საფრანგეთის პირველი ლედი სწორედ მასთან ურთიერთობს.

ფილმი რომანტიკული კომედიაა და აღწერილია ქალისა და მამაკაცის ისტორია, რომელთა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი პარიზს უკავშირდება.