“არ ვიკადრებ პასუხის გაცემას” – თეიმურაზ გორჯესტანის მიმართვა

“არ ვიკადრებ პასუხის გაცემას” – თეიმურაზ გორჯესტანის მიმართვა

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი სოცილურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

 “მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს და მეგობარს ვინც ამ დღეების განმავლობაში გამომიგზავნა კეთილი სურვილები და მხარი დამიჭირა!

ასევე მადლობა იმ ადამიანებს ვინც პირადად მე ან ოჯახი გალანძღა. მათი დამსახურებით ვისწავლე ის სიტყვები, რომელიც ოჯახში არ მქონდა ნასწავლი.

ასევე არ ვიკადრებ პასუხს იმიტომ, რომ ეს არ ეკადრება ქართული საზოგადოებას და პოლიტიკურ აზროვნებას! პასუხი მოსახლეობამ გასცა.

დიდი პატივისცემით! გაგიმარჯოთ!,” – წერს გორჯესტანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

2018 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ, 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მეორე ტურში ხმების 59,52% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 40,48%.