დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მათი შვილი ქართველმა სამართალდამცავებმა პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.
როგორც "ნიუპოსტის" კორესპოდენტს სამხედროს მამამ განუცხადა, თუ მისი შვილი დღის ბოლომდე არ გაათავისუფლეს, ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე მამების აქციას შეუაერთდებიან.
ჩხეტიების ინფორმაციით, სამხედროებს იარაღი ჩაუდეს.
აღსანიშნავია, რომ ჩხეტია 2 ჯერ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. ბოლო პერიოდში კი უკრაინაში იბრძოდა.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქაში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. სამართალდამცავებმა უკრაინის 5 მოქალაქე აიყვანეს. სავარაუდოდ მათთან ერთად მოხდა ქართველი სამხედროს დაკავებაც.
მომხდარზე ოფიციალური განმარტება შესაბამის უწყებებს ამ დრომდე არ გაუკეთბიათ.