2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერსა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს შორის დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. შალვა ნათელაშვილი ნიკა გვარამიას შესახებ სოციალურ ქსელში მორიგ მიმართვას აქვეყნებს და ვიდეო არქივსაც ურთავს.
"2007 წელშიც ასეთი მართალი იყვნენ ჩემთან ნიკა გვარამია და ნაცები როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ პიარ-კამპანიაში არიან ჭეშმარიტნი. ისე კარგი იქნება ნიკამ დღეს მაინც აღიაროს, რომ ამ სასტიკ დევნას სხვებთან ერთად მათი პარტიის მაშინდელი დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილიც ავალებდა, თუმცა, საერთო საიდუმლოებებზე ისინი არ საუბრობენ. ერთმანეთს ხომ არ ჩაუშვებენ. საერთო წარსული მათთვის წმინდათა წმინდაა", – წერს ნათელაშვილი.