მომღერალი ნინი ქარსელაძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით:
"ტალახის სროლა, შეურაცხყოფების და აგრესიის კასკადი მთელი წინასაარჩევნო პერიოდი.... ნამდვილად ღირდა ეს ყველაფერი გამარჯვებად!!! ჩემთვის ეს დიდი გამოცდილება იყო და ჩემი მეხსიერება მოლოდ და მხოლოდ პოზიტივს და იმ სიყვარულს დაიმახსოვრებს, რაც უამრავი ადამიანისგან ამ პერიოდში მივიღე! დიდი მადლობა უკლებლივ ყველას, ვინც იდექით სიმართლის, სიყვარულის და რაც მთავარია ადამიანობის სადარაჯოზე!!! განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებს, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებს ( საბედნიეროდ მათი რიცხვი ძალიან დიდია) და ქართული ოცნების თითოეულ წევრს, ვინც გვერდში დამიდგა და მაგრძნობინა, რომ ამ ყველაფერში მარტო არ ვიყავი! ჩვენ ეს შევძელით, იმიტომ რომ ჩვენთან სიყვარული და ადამიანობა უმთავრესია!
P.S. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ სიკეთე და სიყვარული გაიმარჯვებს!!! "- წერს ნინი ქარსელაძე.