ჟურნალისტი თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემობრუნდა, სამართლიან კრიტიკასთან ერთად, რასაც მეც ვუერთდები სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, გამუდმებით მესმის ბეცი პოლიტიკანებისა და მიკერძოებული არასამთავრობოების ჩივილი და გოდება, არიქა, კრიმინალმა იმატა, მშვიდი ძილი დავკარგეთ, შვილებს გარეთ ვეღარ ვუშვებთ, სახელმწიფო თავზე გვენგრევა და კიდევ მრავალი ბლა-ბლა-ბლა... რა უნდათ, თვითონ არ იციან!!! ბიძინა ერთს ამბობს და იმათ მეორე ესმით... ყველა სიტყვაში ქვეტექსტებს ეძებენ. ჩასაფრებულებმა აღარ იციან, რაზე მოიფხანონ ენა, ინტერპრეტაციების დიდოსტატები არიან.
მაგ სიმართლით იარეთ, მეტს აღარ „დაგლოცავთ“...
ე.ი. პოლიციურ სახელმწიფოში ცხოვრება მოგწონდათ და მიშა-ვანოს რეჟიმში გრძნობდით თავს დაცულად?! გაიხსენეთ, თქვენგან განსხვავებით, რამდენ მილიონ ადამიანს არ ეძინა მშვიდად, რამდენი ელოდებოდა დაჭერას, ნარკოტიკის ჩადებას, გაუპატიურებას, წამებას, მეგის ქარდავას გადაღებული „პორნოკადრების“ გამოაშკარავებას და ამის შიშით სულ ახალ-ახალ ჩვენებებზე ხელის მოწერას და ჩაშვებებზე დათანხმებას, ბიზნესის და ქონების წართმევას, ბანკის ვალების ძალით აკიდებას - მიშას და მისი ყმების ღრეობისა და ორგიების დასაფინანსებლად (ნაწილობრივ იმ ვალებისა, რომლის დაფარვასაც სწორედ „ქართუ“ ჯგუფი გეგმავს).
რომელი ერთი გაგახსენოთ თქვე უმადურებო?! ნაციონალების რეჟიმის პირობებში კარგად იყავით, არა? მიშასთან ერთად თქვლეფდით საქართველოს ბიუჯეტს და გუნდრუკს უკმევდით ჭკუასუსტ კაცს, რომელსაც საკუთარი სამშობლო და ოჯახი ფეხებზე ეკიდა!!! იმდენად სძულდა ყოველივე ქართული, რომ ორჯერ ნაპრეზიდენტალმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა და დღეს, აწ უკვე აპატრიდი, შორიდან მოძღვრავს "მრევლს" და ქვეყნის არევისკენ მოუწოდებს.
ენა მაინც გააჩუმეთ და მადლობა შესწირეთ უფალს, რომ ჩვენი სამშობლო ერთხელ და სამუდამოდ გადაურჩა მუდმივ სისხლიან კალოს, რაშიც დიდი დამსახურება, საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, სწორედ ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის“, - წერს ფირცხალავა.