ასი ქართული სიტყვა ბათუმში

ასი ქართული სიტყვა ბათუმში

აჭარაში, კერძოდ კი ბათუმში, უკვე მესამე წელია ლექსებისა და 100 სიტყვის გამოფენა ტარდება, რომელსაც ლიტერატურული ფორუმის სახე აქვს. 2 დღის მანძილზე სრულიად საქართველოს ახალგაზრდა პოეტები და პროზაიკოსები, დამწყებნიც და პროფესიონალებიც აქტიურ დისკუსიაში არიან ჩაბმულნი,

 

როგორც მწერალი –  დათო ტურაშვილი, აღნიშნავს, მწერალთა თაობები ისე იზრდებოდნენ საქართველოში, ერთმანეთს არ იცნობდნენ, მათი ერთადერთი შეხვედრის ადგილი თბილისი იყო. ასეთი ფორუმები კი, პირველ რიგში მწერალთა გაცნობასა და დამეგობრებას ემსახურება.

 

წლევანდელი გამოფენაზე 78 ლექსი და 46 პროზაული მინიატურა იყო წარმოდგენული და როგორც ყველა გამოფენა-კონკურს, მასაც თავისი გამარჯვებულები ჰყავდა: ნინო ქოქოსაძე 100 სიტყვიანი მინიატურით “ლიდია“ და ნიკა ჩერქეზიშვილი ლექსით “შალის წინდები“. მეორე-მესამე ადგილები კი ასე განაწილდა: მარი თინაშვილი, თამთა რეხვიაშვილი, დიმიტრი ბახუტაშვილი, გიორგი არაბული.