"მაფიამ ჩაიგდო საქართველოს მართვა ხელში და ყურებს არ ვუჯერებ! ივანიშვილი თუ დარჩა, ამ კაცს მოკლავს", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "კვირის აქცენტებში" გასულ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს.
"ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა პირდაპირ ეთერში იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც მილიარდერმა ივანიშვილმა შესთავაზა.
ოქუაშვილის თქმით, ის ივანიშვილის სქემაზე დათანხმების შემთხვევაში, მილიონობით ლარიან სარგებელს მიიღებდა.