პუბლიცისტი დავით კალანდია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:
„პრესის ფურცლებიდან:
. . .
ვლადიმერ სანაკოევი ხომ გახსოვთ? საერთაშორისო ჰუმანისტური მოძრაობა "კოკოითი ფანდარასტის" დამაარსებელი? მერე რომ აღმოჩნდა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი, თანაც ძალიან დაბალ პოზიციაზე, მგონი ზემდეგი?
გახსოვთ, აბა რა!
მიშას კი არ ახსოვს!
და ამ დროს რამდენჯერ გვინახავს, მიშა და ვოვა (ამჯერად სანაკოევი) ერთმანეთს სიყვარულს რომ უხსნიდნენ 69 პოზიციაში, ახლა კი ის მას უარყოფს! არ ახსოვს და თუ გინდა იხმარეთ!
სააკაშვილს არ ახსოვს სანაკოევი, ახალაია, კოდუა, მეგიზა და მეგი, ცოცხი და ღამის ნოტარიუსები, ქუთაისის ობელისკის ტრაგედია და აგვისტოს ტალახში ღორივით კოტრიალი, 7 ნოემბერი და 26 აგვისტო, კარუსელები და ატრაქციონები, პრივატიზირებული სასამართლო და გენრიხ ადეიშვილი...
არაფერი ახსოვს.
რა ბედნიერი ადამიანია ეს ჩვენი სააკაშვილი?
ერთ ექიმს ველაპარაკე, ვკითხე როგორ შეიძლება აღსდგეს მისი მეხსიერემა-მეთქი?
-უნდა ჩამოვიყვანოთ და ცოცხთერაპია ჩავუტაროთ-მითხრა ექიმმა-ცოცხთერაპია უტყუარი პროცედურაა. იმასაც გაიხსენებს, რაც იურიულ პერიოდში ტირანოზავრ რექსებს აქვთ ჩადენილი...
აი ასთე!" - წერს დავით კალანდია.