საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „კვირის აქცენტების“ წამყვანმა ნიკა გვარამიამ, ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გვარამიას წინააღმდეგ ქარტიას დაჩი ცაგურიამ მიმართა.
„ცილისმწამებელ გვარამიას ჟურნალისტური ეთკის ქარტიამ ჩემი განცხადების საფუძველზე დაუდგინა ჟურნალისური ეთიკის დარღვევა. ეს ის ამბავია ქურდულ სამყაროსთან ჩემს კავშირებზე რომ ჭორაობდა ეთერში კვესიტაძესთან ერთად და ცილისმწამებლურ ინფორმაციას რომ მივრცელებდა!
საინტერესო იყო განხილვისას მისი განცხადება, რომ მას აქვს კავშირი ქურდულ სამყაროსთან და იქიდან იღებს თურმე ინფომაციას.
იმაზე იდიოტი ყოფილა ვიდრე მეგონა, უნიჭო იდიოტი!“ - წერს დაჩი ცაგურია.