"ქართული ოცნების" გენერალური ხაზი არის აპოკალიფტური პიარი - მოვა მიშა და დაიწყებს რევანშს. მხოლოდ ამ ლოზუნგით გამარჯვებამდე ვერ მივა, - ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მხოლოდ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა და კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა საკმარისი არ არის „ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის.
„სრული პაკეტია გასაკეთებელი. ის, რომ გენერალური აუდიტორის ცემისთვის ფარცხალაძეზე საქმე აღიძრა, ან მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს გამოიწვევენ, არ არის საკმარისი „ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის. მათ სრული პაკეტი უნდა შესთავაზონ საზოგადოებას. პაკეტზე როცა ვსაუბრობ, ასე წარმომიდგენია, მაგალითად: პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა ლევან კობერიძით, რომელიც კონსენსუსური ფიგურაა და მისაღებია ყველასთვის, იუსტიცის მინისტრად - „ქართულ ოცნებაში" შემორჩენილი რეიტინგული კახი კახიშვილის დანიშვნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე სამი ისეთი შესაძლო კანდიდატის შეთავაზებას, რომლებმაც შეძლეს და ამ წლების განმავლობაში, სამართლიანობისა და პროფესიონალიზმის სიმბოლოდ დარჩნენ. ასევე, აუცილებელია პარლამენტიდან მინუსებში გადასული რეიტინგის მქონე ფიგურების ეკრანებიდან და თანამდებობიდან ჩამოშროება, ასევე, სასამართლო სისტემაში განგრენად ქცეული პერსონების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ "ინტერპრესნიუსთან".
ექსპერტმა ასევე ლარისკურსზეც გაამახვილა ყურადღება.
„თუ ლარის კურის ვერ შეაკავეს, არაფერს ეფექტი არ ექნება. ლარის კურის იმდენად დამანგრეველია, რომ ვერაფერი ამას ვერ გადაწონის", - დასძენ ლაგაზიძე.