"ეს ბრძოლა საპატრიარქომ მოიგო" - ზურაბ ჯაფარიძე

„მოიგო ეს ბრძოლა საპატრიარქომ", - ამის შესახებ განცხადებას "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აკეთებს, რითაც პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის გამოწვევას ეხმაურება.

„მოიგო ეს ბრძოლა საპატრიარქომ. თან პირწმინდად. ხელისუფლება ყველაფერზე მიდის, ოღონდ ძალაუფლება არ დაკარგოს. მეორე ტურში გასული ოპოზიცია უკვე წავიდა ყველაფერზე, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნოს. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია არ მოხდება უახლოეს მომავალში. კანაფზე გაჭედეს და სხვა მიმართულებებზე რაიმე იმედის შენარჩუნება წარმოუდგენელი გულუბრყვილობა მგონია. რამდენჯერმე ვთქვი, კანაფზე გადის დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი თქო. ერთ მხარეს იყო „გირჩი", მეორე მხარეს ყველა დანარჩენი და წავაგეთ. ესეცაა ამ არჩევნების შედეგი ჩემთვის", - წერს ჯაფარიძე ფეისბუქზე.