"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით არ შეიძლება - ზურა ყიფშიძე

"მეორე ტური გაიმართება, ჯერ არაფერი დასრულებულა და ვერაფერს ვიტყვით" - ამის შესახებ მსახიობმა ზურა ყიფშიძემ განაცხადა.

"პირველი ტური რა შედეგითაც დასრულდა, ამას გარკვეულწილად ველოდი, რადგან არასწორად წარიმართა წინასაარჩევნოდ ყველაფერი... ავიღოთ თუნდაც - კანაფის კულტივაციაზე ლაპარაკი, კანონ-პროექტის მომზადება, რა შუაში იყო, რაში სჭირდებოდათ ეს, ვერაფრით გავიგე! მეორე ტურში გასამარჯვებლად სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა დაიწყება, ძალიან რთული იქნება ეს ბრძოლა ხელისუფლებისთვის! ხომ ვიცით, რომ სახელის გატეხვას, თავის გატეხვა სჯობია! ამ ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა ხალხის დიდი ნდობა და პროცესების არასწორად წარმართვამ გამოიწვია ის, რაც მოხდა! არადა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არაფრით არ შეიძლება და წარმოდგენაც არ მინდა, რა საშინელება შეიძლება დაატრიალონ..." - აღნიშნა ყიფშიძემ "კვირის პალიტრასთან" საუბარში.