ფიზიკური ანგარიშწორება გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრებზე - მომხდარზე შეაფასა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა და აღნიშნა, რომ ისინი საერთაშორისო დონეზე მოახდენენ კოლეგების ინფორმირებას ახალქალაქის ინციდენტის შესახებ.
"პრობლემა იყო წინა ძალადობრივი ინციდენტების, ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, არგამოძიება. გვახსოვს კორცხელის ინციდენტი, როცა მოძალადეებს, ანუ სპორტსმენებს, მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს. როცა ხდება ძალადობა, დამნაშავეს არ სჯის, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. "ევროპული საქართველო" მაქსმალურად მოახდენს საერთაშორისო დონეზე კოლეგების ინფორმირებას მომხდარის შესახებ" - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.