დღეს ვანო ჩხარტიშვილი 55 წლის გახდა - მივლენ თუ არა ბიძინა და სალომე მასთან მცხეთაში?

დღეს ვანო ჩხარტიშვილი 55 წლის გახდა - მივლენ თუ არა ბიძინა და სალომე მასთან მცხეთაში?

დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის დაბადების დღეა.  იგი 55 წლის გახდა.

„2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩხარტიშვილი ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდა. სადაც, ცხადია, მაღალი დონის სტუმრები იყვნენ  მიწვეულნი. ეს სამზადისი და გრანდიოზული გეგმები არჩევნების "ქართული ოცნებისთვის" არასასურველმა შედეგებმა შეცვალა. არადა, ივანიშვილი და მისი მმართველი გუნდი, გრანდიოზულად აპირებდნენ გამარჯვების აღნიშვნას.

"ამ გრანდიოზულობის ნაწილი უნდა ყოფილიყო ვანო ჩხარტიშვილის დაბადების დღეც, სადაც, გამარჯვებულ კანდიდატს მთელი პოლიტ და ბიზნეს ელიტა მიულოცავდა გამარჯვებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ივანიშვილის გარემოცვაში სერიოზული დაძაბულობა და პანიკაა", - უთხრა „2020NEWS“-ს წყარომ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვამ ნიკუშა შენგელაიას დაბადების დღეც აღნიშნა. სადაც, ბიძინა ივანიშვილი და სალომე ზურაბიშვილიც  იმყოფებოდნენ.

მივლენ თუ არა დღეს ვანო ჩხარტიშვილის დაბადების დღეზე ივანიშვილი და ზურაბიშვილი, უცნობია.