საგანგებო შეკრება

საგანგებო შეკრება "ოცნების" ოფისში – შეხვედრას ივანიშვილი და ყველა მაღალჩინოსანი დაესწრო

პირველი კონსულტაციები "ქართული ოცნების" ყველა მაღალჩინოსნის მონაწილეობით – ოფისში გაფართოებულ შეხვედრას პირადად ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების უმაღლესი მაღალი თანამდებობის პირები. განხილვის საგანი, როგორც თავად პარტიის წევრები აცხადებენ, იყო გეგმები და ის სტრატეგია, რომლითაც არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე იმუშავებს "ოცნება". სალომე ზურაბიშვილი შეხვედრაში არ მონაწილეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაფართოებულ შეხვედრაზე არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს განიხილავდნენ.

„მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, გაგრძელდებოდა თუ არ გაგრძელდებოდა ჩვენი მონაწილეობა ან კანდიდატის მონაწილეობა არჩევნებში, საერთოდ არ მდგარა ეს საკითხი დღის წესრიგში,“ – განაცხადა ჩუგოშვილმა.