სრული ფიასკო არჩევნებზე ქუთაისში - გიორგი ჭიღვარია თბილისში გამოიძახეს

სრული ფიასკო არჩევნებზე ქუთაისში - გიორგი ჭიღვარია თბილისში გამოიძახეს

ქუთაისის მერი და "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჭიღვარია თბილისში გამოიძახეს. 
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალაქის მერი თბილისში, არჩევნებზე მიღებული ცუდი შედეგების გამო დაიბარეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.