პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების წინასაწარი შედეგების შემდეგ კომენტარს არ აკეთებს. მედიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს სახლთან დახვდნენ, თუმცა, მათ შეკითხვებს სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.
“კომენტარს მაშინ გავაკეთებ, როცა დაგიბარებთ. როცა დავაპირებ, გეტყვით”, – უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.
სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მედიისთვის პასუხების არ გაცემას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი აფასებს.
“როცა ადამიანი გასაგებად გეუბნება, რომ არ აკეთებს კომენტარს და პრესკონფერენციაზე მოგიწვევს, მაინც პირში მიკროფონის ჩათხრა და მის ირგვლივ სვავებივით ტრიალი, რომელი ჟურნალისტური სტანდარტია? სალომე როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი არ მომწონს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტების ასეთი საქციელი მომეწონება. სალომეს ადგილზე მაგრად გავლანძღავდი ჩემს კოლეგებს,” – წერს მეტრეველი.