„ედისონ რისერჩის“ კვლევას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამოხმაურა. ვაშაძის თქმით კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ცუდად არ უმუშავია:
„Edison Research არის ორგანიზაცია, რომელმაც სანტიმეტრებსა და მეათედებში გაზომა 2016-2017 წლების შედეგები. ის შედეგები, რაც გამოქვეყნდა, Edison Research-ის კვლევა ადასტურებს, რომ ამ კამპანიის განმავლობაში ცუდად არ გვიმუშავია და ყველა მოქალაქესთან მივიტანეთ ის, რა საფრთხეს წარმოადგენდა ე.წ. "ქართული ოცნება" და მისი ხელდასმული კანდიდატი საქართველოს მომავლისთვის. ძალიან მინდა, ჩვენმა მხარდაჭერებმა იცოდნენ, რომ ეს არც ტრიუმფის, არც ეიფორიის, არც წინასწარ გახარებისა და მოლოცვის საფუძველი არ უნდა გახდეს. ეს უნდა გახდეს იმის ინდიკატორი და იმისკენ მოწოდება, რომ წინ ძალიან მძიმე სამი დღე გვაქვს, ძალიან მძიმე სამუშაო გველის და ძალიან მძიმე ამოცანაა, რომ ჩვენ ჩვენი გამარჯვება, ხმები დავიცვათ და არავის მოვაპარინოთ ქართველი ხალხის გამარჯვება,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.