წულუკიანმა ეკა გიგაურს ევროპელთა თვალწინ დარტყმა მიაყენა

წულუკიანმა ეკა გიგაურს ევროპელთა თვალწინ დარტყმა მიაყენა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი კოპენჰაგენის საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე გააკრიტიკა.

"სამწუხაროდ, ახლა შევეჯახეთ ახალ ვითარებას, სადაც სადაც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია საუბრობს მთელი სამოქალაქო სექტორის სახელით და ამის გამო მას კოლეგები აკრიტიკებენ, თუმცა მთავრობის საქმე არ არის ამის განსჯა. ენჯეოების შიდა დავებს აქ ვერ განვიხილავთ.

არ მინდა ღრმა დისკუსიაში შესვლა აქ, რადგან იყო დიდი სკანდალი "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის" ირგვლივ. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, როგორც ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მმართველი პარტიის წევრი იყო. ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა დოკუმენტებით აჩვენა, რომ მან სავარაუდოდ, ხელი შეუწყო 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლას. ახლა სასამართლოში განიხილება საქმე. ის კი უარს ამბობს გამოცხადდეს და შეკითხვებს უპასუხოს. არ მინდა ღრმად შევიდე კამათში, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელი" შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო და წვლილი შეიტანა ან მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლაში, რომლის დროსაც დაიღუპა 1 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი", - განაცხადა წულუკიანმა.