ჭოხონელიძე „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი გახდა: „არანაირი პრობლემა არ მაქვს“

ჭოხონელიძე „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი გახდა: „არანაირი პრობლემა არ მაქვს“

თამრიკო ჭოხონელიძე „რუსთავი 2“-ის კვირის დილაში თავისი საავტორო რუბრიკით გამოჩნდა. მომღერალი და მუსიკოსი გადაცემაში „დილა უქმეებზე“ ყოველ კვირა დღეს ერთი სიმღერის ისტორიას გვიამბობს სტუმართან ერთად. შემდეგ ეს სიმღერები ამავე ეთერში ცოცხლად შესრულდება.

მის გამოჩენას ამ არხზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მუსიკოსის „რუსთავი 2“-ზე გამოჩენა.

"დამიკავშირდნენ „რუსთავი 2 “-დან და სხვადასხვა საკითხებზე გამესაუბრნენ. ამ საუბრის დროს რამდენიმე ქართული სიმღერის ისტორია მოვყევი. ნიკა გვარამიასგან დაიბადა იდეა. მკითხა, თუ წავიყვანდი ასეთი ტიპის რუბრიკას. ყველამ უნდა იცოდეს, რომ იქ სადაც არის ქართული სიმღერა, ყოველთვის ვარ მეც. მზად ვარ ვემსახურო ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ყველგან, რომელი არხიც არ უნდა იყოს! ქართულ სიმღერას ისეთი მაგიური ძალა აქვს, რაც არ უნდა საპირისპირო და განსხვავებული აზრი არსებობდეს სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, სიმღერა მაინც ყველას აერთიანებს. მადლობა „რუსთავი 2“-ს რომ ასეთი დიდი დოზით ზრუნავს ქართულ სიმღერაზე.

მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, სხვებს თუ არ რცხვენიათ თვალებში შემომხედონ. ჩემი თხოვნა იქნება მომავალში უფრო კორექტულები იყვნენ. რა მნიშვნელობა აქვს ერთ არხზე ვიმუშავებთ თუ არა, თუ ჩვენ მომავალ თაობაზე ვზრუნავთ", - განცუცხადა "პრაიმტაიმს" ჭოხონელიძემ.