კულტურის პალატის ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილის პოლიტიკური პოსტი სოციალურ ქსელში.
“კვლავ ვდგავართ არჩევანის წინაშე ,საფიქრალი ბევრია ,უკეთესი მოლოდინის იმედით ნებისმიერ შეცდომას მტკივნეულად აღვიქვამთ კოჰაბიტაციისა და სრული დემოკრატიის პირობებში დაუსჯელობის პრინციპმა ახალი რეალობა შექმნა, დაბრალებისა და გადაბრალების რეჟიმი მძიმედ ამოქმედდა. ფსიქოლოგიური ზეწოლა ეკონომიკური სიდუხჭირის დროს-ყოველთვის ჭრიდა აქაც ,მსგავსი ხრიკებით ამოქმედდა მავანი.
არ ვდავობ, რომ იყო შეცდომები, ზოგი დაპირების სრულად საქმედ ვერ ქცევა, მაგრამ იყო ღირსების აღდგენის, ადამიანად დარჩენის და სრული თავისუფლების გარანტია, კბილი კბილის წილ არ აირჩია ამ მთავრობამ და კბილებალესილი მგლებივით ჩაუსაფრდნენ მშვიდობასა და ღირსებას, მაგრამ არ მგონია გონიერმა ადამიანმა ფაშიზმი დააბრუნოს, არ მგონია ბრძენმა ერმა 7 ნოემბრის ჩამდენი, მერე ამის სხვაზე გადამბრალებელი და აქედან გამომდინარე-ცილისმწამებელნი მოიყვანოს საკუთარ მთავრობად. მე რა თქმა უნდა, ვაკეთებ ჩემს არჩევანს სუფთა სინდისითა და მომავლისადმი სრული პასუხისმგებლობით. თქვენც, მეგობრებო გააკეთეთ ისეთი არჩევანი, სინდისმა რომ არ შეგაჩვენოთ, მერე კი არჩეულს ერთად მოვთხოვოთ პასუხისმგებლობა იმისა, რომ დაუსჯელობის სინდრომი დაამთავროს. კანონოს ქვეშ ყველა თანასწორნი ვართ, მორალური კანონი კი ჩასაფრებულ ნაძირლებს არ ერჩის, სამართალი თავის გზას არ დაკარგავს ის ნელ-ნელა მაინც დაეწევა დამნაშავეს. მოქალაქეობრივი ვალი არჩევანის გაკეთება კი არაა მარტო, სამართლიანი არჩევანია.” – წერს დავით ოქიტაშვილი.