“ჟურნალისტებთან სიარულს, ურჩევნია ფსიქიატრებს მიმართოს, ან მჩხიბავებს, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან უყვარს“

“ჟურნალისტებთან სიარულს, ურჩევნია ფსიქიატრებს მიმართოს, ან მჩხიბავებს, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან უყვარს“

მედიისთვის მუდამ სახვეწარ ბიძინა ივანიშვილს, ამჯერად ჟურნალისტები შეაქცევენ ზურგს. გადაწყვიტა ივანიშვილმა და ინება მხოლოდ 3 თოქშოუს წამყვანთან პირისპირ დაჯდომა, რაც საბოლოო შედეგისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყველაზე ხმაურიანმა წამყვანმა ინგა გრიგოლიამ უარი განაცხდა ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე, მიზეზად საკუთარი გადაცემა დაასახელა. “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორმა ნიკა გვარამიამ თითი დაუქნია ბიძინა ივანიშვილს, შენ ნუ მიწყვიტავ მე რომელი ჟურნალისტი და წამყვანი წამოვა შენთან ინტერვიუზე, ვისაც მინდა იმას გაუშვებო.

ერთადერთი, ვინც ივანიშვილის „გამოწვევა“ მიიღო, „იმედის“ წამყვანი ირაკლი ჩიხლაძეა.

„2020NEWS“ -თან საუბარში ირაკლი ჩიხლაძემ ყველა დაგვაიმედა, აუცილებლად დავთანხმდები ბატონ ბიძინას ინტერვიუზე და ყველა იმ შეკითხვას დავსვამ, რაც საზოგადოებას აინტერესებსო.

რა ეგონა ივანიშვილს, რომ ოღონდ თვითონ ებრძანებინა და ყველა ჟურნალისტი მის მიერ შერჩეულ დღეს და დროს უსიტყვოდ მიიღბდა?! ამჯერადაც შეცდა ბატონი ივანიშვილი.

„2020NEWS“-თან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა ივანიშვილს უცნაურ კაცად მოიხსენიებს და ამბობს, რომ საშინელი, მავნებელი მრჩევლები ჰყავს.

“ბიძინა ივანიშვილი ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშია, აღარ იცის რა გადაარჩენს. თუმცა მე ვეტყოდი, რომ მას აწი არაფერი გადაარჩენს. ხვალ უნდა ჟურნალისტებთან ვითომ გულახდილი იყოს, ვითომ იმ პრობლემებზე ისაუბროს, რომელიც მისმა კორუმპირებულმა მთავრობის წევრებმა შექმნეს, ისაუბროს, რომ ლარის კურსი სამარცხვინო მდგომარეობაშია, მაგრამ სამაგიეროდ ქვეყნის ეკონომიკა ბრწყინავს. ჟურნალისტებთან სიარულს, ურჩევნია ფსიქიატრებს მიმართოს, ან მჩხიბავებს, რომელიც ივანიშვილს ასე ძალიან უყვარს. მას არ შეუძლია საკუთარი ზარალის გაკონტროლება“, – აცხადებს ნიკა რურუა.