ცოტნე გამსახურდია საპატრიარქოს აკრიტიკებს – მტერს „ბაბაია“ არ უნდა ვეძახოთ

ცოტნე გამსახურდია საპატრიარქოს აკრიტიკებს – მტერს „ბაბაია“ არ უნდა ვეძახოთ

„ოდესღაც მე მოსკოვში ვსწავლობდი უმაღლესში. ჩემი კურსელის ბიძა სპეცსამსახურებთან დაახლოებული მობიზნესმენო, მოკრიმინალო სუბიექტი იყო. სწორედ ისეთი, ოთხოცდაათიანებში რომ იყო გავრცელებული და საქართველოში დღესაც რომ მოდაშია.

რუსეთის ამჟამინდელი პატრიარქი კირილე, მაშინ – სმოლენსკის მიტროპოლიტიც იყო მის “სპეცმეგობრებში”. სუფრაზე ღორივით რომ გაილეშებოდა, მერე ღრენას იწყებდა თურმე: ბიჭო, თქვენ იცით ვის ებლატავებით? ამ მხრებზე გენერალ-ლეიტენანტის პაგონებიაო! და მხრებზე ირტყამდა ხელს.

დღეს ეს საქონელი აბხაზიას და იუჟნაია ასეწიას თვითგამოცხადებულ, კარიკატურულ ავტოკეფალიებს უჭერს მხარს და ეწინააღმდეგება კიევის რუსეთის ავტოკეფალიას, რომელიც მოსკოვის დაარსებამდე დიდი ხნით ადრე გაქრისტიანდა!

ამასობაში ჩვენი კაგებეს პატარა ფილიალი, საქართველოს საპატრიარქო აცხადებს, აჩქარება არ შეიძლება, პოზიციას ვერ გამოვთქვამთ, რადგან რუსეთს ოკუპირებული ვყავართო… თითქოს ოკუპირებული რომ არ ვიყოთ, მაშინ უკეთ გამოთქვამდნენ აზრს. და რადგან ოკუპირებული ვართ, მტრისადმი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს და “ბაბაია” ვეძახოთ!

სხვათა შორის, სწორედ ამ გათვლით ვყავართ პუტინს “ყურებით დაჭერილი” თავის აგენტურის მეშვეობით“… წერს ცოტნე გამსახურდია.