“კურდღლის რამაზე აწყობილი “მგელი” ჟურნალისტები ბიძინასთან პირდაპირ ეთერზე არ მიდიან – შალვა რამიშვილი

“კურდღლის რამაზე აწყობილი “მგელი” ჟურნალისტები ბიძინასთან პირდაპირ ეთერზე არ მიდიან – შალვა რამიშვილი

ჟურნალისტი შალვა რამიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და ამავე პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებაზე კოლეგების პასუხს იწუნებს.

“კურდღლის რამაზე აწყობილი “მგელი” ჟურნალისტები ბიძინასთან არ მიდიან პირდაპირ ეთერზე. ჩვენო მაგ დროს ჩვენი გადაცემები გვააქო და არააო ეგ საინტერესო ჩვენთვინო”,-დაწერა შალვა რამიშვილმა სოციალურ ქსელში.

მანამდე, ამავე ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა ინგა გრიგოლიამ და საკუთარი გადაწყვეტილება კიდევ ერთელ ახსნა. “რავა მთელი ქვეყანა მედია-ექსპერტები ყოფილხართ))))))))))))))) რა მიზეზებს ეძებთ,რა სისულელე ვერსიებს ვისმენ ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილ ინტერვიუზე ჩემი ვერ წასვლის გამო)))))))))) გადაცემა და მაყურებლის მიმართ პატივისცემა იცით თქვენ რას ნიშნავს? იმას,რომ გადაცემა არ ჩააგდო და შენი ვალდებულება შეასრულო….ტელევიზიის ბადე და სარეკლამო ვალდებულებები მაინც თუ გაგიგიათ. . სიამოვნებით წავიდოდი და მივიღებდი ამ ინტერვიუში მონაწილეობას.რაც არ გინდათ გაიგოთ,ვერც გაიგებთ და არც მე დავიღლი თავს რაიმეს დამატებითი ახსნით.ეს იგივეა, მე რომ ქირურგს ვასწავლო,ოპერაციისას ასე კი არ უნდა მოქცეულიყავი,არამედ,სხვანაირადთქო))) ისე,ტვ,,პირველს,, იმდენი ვარსკვლავი წამყვანი ჰყავს,ხვალ ძალიან საინტერესო შეკითხვებით იქნება იქ ჩვენი ტელევიზია. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ”, -წერს გრიგოლია.

ივანიშვილის შეთავაზება მხოლოდ “იმედის” წამყვამა ირაკლი ჩიხლაძემ მიიღო. ის მზადაა, 23 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუში მიიღოს მონაწილეობა. რაც შეეხება რ2-ს, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას გადაცემა აქვს და მის ნაცვლად არხი “ქართულ ოცნებაში” ეკა კვესიტაძეს “მიავლენს”.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ დღეს სამი ტელევიზიის წამყვანი ინგა გრიგოლია, გიორგი გაბუნია და ირაკლი ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუზე მიიწვია და ეს გადაწყვეტილება  აღნიშნული ტელეკომპანიების რეიტინგით ახსნა.