საბანკო სფეროს ექსპერტი ვაჟა კაპანაძეს ამბობს, რომ სხვადასხვა კომპანიები თუ ფიზიკური პირები, არჩევნების წინ თავს იზღვევენ და არალეგალურად მიღებული შემოსავლები ოფშორში გააქვთ. არ არის გამორიცხული, ახლა სწორედ ქვეყნიდან ფული იმ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს გაჰქონდეთ, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში დასახელდნენ.
„ასეთ დროს სხვადასხვა ბიზნესსუბიექტები თუ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს, არჩევნების წინ თავს იზღვევენ და საეჭვო, არალეგალურად მიღებული შემოსავლები ოფშორში გააქვთ. თავისი მნიშვნელობით ეს არჩევნები არ არის ისეთი, რომ ხელისუფლების შეცვლას მოასწავებდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი მეტად საინტერესო გარემოება. არ არის გამორიცხული, ქვეყნიდან ფული იმ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსნებს გაჰქონდეთ, რომლებიც ფარულ აუდიოჩანაწერებში დასახელდნენ... შესაძლოა, ისინი თავს იზღვევენ.
ახლა სწორედ ეს ფული გადის ქვეყნიდან, რამაც გააჩინა მოთხოვნა დოლარზე და შესაბამისად გააძვირა კიდეც. ამიტომ, ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საშუალებით ამ თანხებსაც უნდა აკონტროლებდეს, მაგრამ როგორც ჩანს, სახელმწიფოებრივი აზროვნების დიდი დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" კაპანაძემ.